აშშ გაეროს, უკრაინის შესახებ, ალტერნატიულ რეზოლუციას სთავაზობს
შეერთებულმა შტატებმა გაეროს რეზოლუციის პროექტი წარმოადგინა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით. ეს პროექტი, რუსული შესწორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად განსხვავდება უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ მომზადებული ტექსტისგან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.
„აშშ-ს რეზოლუციის მოკლე სამი პუნქტიანი პროექტი, რომელიც „როიტერმა“ ნახა, გლოვობს „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“ დაღუპულებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „გაეროს მთავარი მიზანია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა“, – წერს გამომცემლობა.
დოკუმენტი ასევე „მოუწოდებს კონფლიქტის სწრაფად დასრულებას და მტკიცე რეკომენდაციას აძლევს უკრაინასა და რუსეთს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას“.
რუსეთმა შესთავაზა შესწორება ამ ხაზში, რომელსაც Reuters გაეცნო და ახლა მასში წერია: „მოუწოდებს კონფლიქტის სწრაფად დასრულებას, მათ შორის მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრას და შემდგომ მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს შორის გრძელვადიანი მშვიდობისკენ“.
რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ აშშ-ის პროექტს “კარგი ნაბიჯი” უწოდა. რუსმა დიპლომატმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ თუ რუსეთის შესწორებას გენერალური ასამბლეა მიიღებს, მოსკოვი მხარს დაუჭერს აშშ-ს რეზოლუციას.
ნებენზიამ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა მას პროექტი მანამ გააცნო, სანამ ის გენერალური ასამბლეის 193 წევრს მიეწოდებოდა.
გენერალური ასამბლეა ორშაბათს უნდა შეიკრიბოს რათა უკრაინისა და ევროკავშირის მიერ მომზადებულ ტექსტს კენჭი უყაროს, რომელიც მოუწოდებს დეესკალაციისკენს, საომარი მოქმედებების სწრაფ დასრულებას და მშვიდობიან მოგვარებას გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.