„დავიღალე ამის მოსმენით, ასე გეტყვით“ – ტრამპი ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე პუტინია პასუხისმგებელი
დავიღალე ამის მოსმენით, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox Radio-ს ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომსა და განადგურებაზე ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი.
ტრამპი: ზელენსკის ყველაზე ლამაზი ქალაქები ჰქონდა, ახლა კი ისინი განადგურებულია.
წამყვანი: მაგრამ ეს პუტინის ბრალია, არ დამეთანხმებით?
ტრამპი: დავიღალე ამის მოსმენით, ასე გეტყვით.