Le Point: ტრამპი შესაძლოა, 9 მაისს, მოსკოვში ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 9 მაისს მოსკოვში შეიძლება ჩავიდეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Point-ი ავრცელებს.

„ჩვენი წყაროების თანახმად, 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე მნიშვნელოვანი სტუმარი იქნება – დონალდ ტრამპი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გვერდით იქნება“, – წერს ფრანგული გამოცემა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არის, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრა გაიმართება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მანამდე განაცხადა, რომ ორი ლიდერის პირისპირ შეხვედრის პერსპექტივა დამოკიდებულია უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების პროგრესზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები