ლევან იოსელიანი ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ დამფუძნებელს, ორგანიზაცია „რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ დამფუძნებელს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

“12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ დამფუძნებელს ვეიდ კუსაკს, ორგანიზაცია „რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ დამფუძნებელს გრეგ მიტჩელს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა”, – ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“შეხვედრაზე სახალხო დამცველმა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა მიმოიხილა; ისაუბრა ასევე, ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში ასახული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით რელიგიურ უმცირესობათა საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ რეკომენდაციებზე.

ვეიდ კუსაკმა და გრეგ მიტჩელმა ტოლერანტული გარემოს შექმნისა და გამყარებისთვის რელიგიათა შორის დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები