ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის კაბინეტს დაავალა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანთან.
ნეთანიაჰუს განცხადებით, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება „ჰეზბოლას“ განიარაღებასა და ორ ქვეყანას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებაზე.
„ლიბანის მიერ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების არაერთი მოთხოვნის გათვალისწინებით, გუშინ კაბინეტს დავავალე, რაც შეიძლება მალე დაეწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანთან“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
მანვე დასძინა, რომ ისრაელი მიესალმება ლიბანის პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მოწოდებას ბეირუთის დემილიტარიზაციის შესახებ.