სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ

სომხეთის ეროვნულმა კრებამ 12 თებერვლის სესიაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაცია სომხურ მედიაში ვრცელდება.

მათივე ცნობით, პროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო.

11 თებერვალს ეროვნულმა ასამბლეამ ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის ინიციირების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

პროექტი „ევროვოტის“ სამოქალაქო ინიციატივამ წარადგინა და დადგენილ ვადაში შეაგროვა საჭირო ხელმოწერები, საკანონმდებლო ინიციატივის ეროვნულ ასამბლეაში წარსადგენად. ინიციატივამ საჭირო 50000-ის ნაცვლად 60 000 ხელმოწერის შეგროვება მოახერხა.

კანონის საბოლოო ვერსია, რომელიც დაამტკიცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, შემდეგი შინაარსისაა: „სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც გამოხატავს სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ნებას, გახდეს უსაფრთხო, განვითარებული და აყვავებული ქვეყანა, აცხადებს სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები