დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის სპიკერმა განაცხადა.

„ეს არის აშშ-ის საქმე. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ICC-ის დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, არ ვაპირებთ სანქციების დაწესებას სასამართლოს ცალკეული წარმომადგენლებისთვის“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებებზე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები