ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. გამგეობამ ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობა დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოიხატა კედლები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 447 940 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები