თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 210 210 700 ლარით მეტია, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 210 210 700 ლარით მეტია, ხოლო 2026 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით გაზრდილია 110 906 500 ლარით. მათ შორის: საკუთარი შემოსულობების პროგნოზი შეადგენს 1 533 357 600 ლარს (მათ შორის გადასახადები – 1 022 413 600 ლარი, სანქციები (ჯარიმები და საურავები) – 132 000 000 ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი – 112 000 000 ლარი, პროცენტები – 23 000 000 ლარი, მშენებლობის მოსაკრებელი – 24 000 000 ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 50 000 000 ლარი, შემოსავლები კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების ხელშეწყობისთვის – 80 000 000 ლარი, არაფინანსური აქტივების კლება (ქონების გაყიდვა) – 70 000 000 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი შეადგენს – 630 000 000 ლარს, სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ) – 25 480 000 ლარი, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერი (დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად) – 4 551 100 ლარი“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერის ინფორმაციით, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები მიიმართება შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარება – 696 339 700 ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება – 305 931 300 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება – 314 760 600 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება – 62 491 300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 185 152 300 ლარი; განათლება – 303 331 600 ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა – 50 558 800 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა – 3 079 500 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 13 196 700 ლარი, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები – 258 546 900 ლარი.

„გარდა ამისა, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დონორების დაფინანსება შეადგენს 168 მლნ ლარს (მათ შორის სესხის დღგ – 25,5 მლნ ლარი). მათ შორის: საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა – 13 780 000 ლარი; მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) – 12 000 000 ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (მეტროს სადგურები) (EBRD) – 2 200 000 ათასი ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) – 100 000 000 ათასი ლარი; თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი – 10 000 000 ლარი; თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) – 30 000 000 ლარი“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები