ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში ზუგდიდის ანსამბლებმა და შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მიმდინარე წელი თითოეული ჩვენგანისთვის განსხვავებული გამოწვევების წელი იყო, მაგრამ ზუგდიდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთიანობით, ურთიერთდახმარებით და სიყვარულით შეუძლია გამარჯვება და წინსვლა. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ქალაქის განვითარებაში – მადლობა ჩემს ზუგდიდელებს შრომისა და გულწრფელი დამოკიდებულებისთვის.
გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს – მინდა, ეს წელი იყოს მშვიდობის, ჯანმრთელობის, წარმატების და ბედნიერების წელი თითოეული ოჯახისთვის. წარმატებები, მშვიდობა და მეტი განვითარება ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ.
ზუგდიდში შემდეგი საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართება, რომელზეც ზუგდიდელების წინაშე ნუცა ბუზალაძე წარდგება.