ტრამპი – სამშვიდობო გეგმაზე: ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა POLITICO-სთან ექსკლუზიურ საუბარში თავი უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო არბიტრად წარმოაჩინა.

„მას [ზელენსკის] არაფერი აქვს, სანამ მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ, რას წარმოგვიდგენს“, – თქვა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ,  კვირას ფლორიდაში ტრამპს შეხვდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას თან მიაქვს მშვიდობის ახალი 20-პუნქტიანი გეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები