იაპონიაში დიდთოვლობას სამი ადამიანი ემსხვერპლა
დიდთოვლობას იაპონიაში სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაზარალებულთა რიცხვმა კი 850-ს მიაღწია. 16 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიამ თითქმის მთელი სატრანსპორტო სისტემის პარალიზება მოახდინა. გადადებულია 420 შიდა რეისი. 2 ათასზე მეტ ადამიანს ღამის გათენება აეროპორტში მოუხდა.
სპეციალურმა სამსახურებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ სახლების დატოვებისგან.