თეა წულუკიანი: არავითარი მტკიცებულება ამ სამი დღის განმავლობაში არავის წარმოუდგენია თუ რა ე.წ. გაყალბება მოხდა არჩევნებზე, ეს მოწმობს იმას, რომ ლეგიტიმური საფუძველი, რომ ჩვენ უფლებამოსილებებს რამე კითხვის ნიშანი აქვს, არ არსებობს

არავითარი მტკიცებულება ამ სამი დღის განმავლობაში არავის წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ე.წ. გაყალბება მოხდა არჩევნებზე და ეს მოწმობს იმას, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ უფლებამოსილებებს რამე კითხვის ნიშანი ჰქონდეს, არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

„წინა სხდომისგან განსხვავებით ორ წარმომადგენელს მოგვეცემა ქართული პოზიციების დაცვის საშუალება, ეს უკეთესია. პროექტზე ცვლილება შევიტანეთ, რომ ჩვენი უფლებამოსილებების დამტკიცება მოხდეს პირობების გარეშე, რადგან არავითარი მტკიცებულება ამ სამი დღის განმავლობაში არავის წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ე.წ. გაყალბება მოხდა არჩევნებზე და ეს მოწმობს იმას, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ უფლებამოსილებებს რამე კითხვის ნიშანი ჰქონდეს, არ არსებობს.

კამათში შესვლას არანაირი აზრი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატიული რეგრესი და ა.შ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო წევრი სახელმწიფო ამ ორგანიზაციაში და ამაზეც ორივე ვისაუბრებთ პლენარულს სხდომაზე. დავიცავთ ჩვენს პოზიციებს, დავიცავთ მილიონ ას ოცი ათასი ამომრჩევლის პოზიციას, რომელსაც აქ წარმოვადგენთ ქართული ოცნების გუნდის სახელით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ საქართველოში უკვე ამბად გვექნება გასაგზავნი ის, რომ ჩვენი უფლებამოსილებები ცნეს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები