კირცხალია – 6-მილიარდიანი ინვესტიციის დისკრედიტაციის კამპანიაზე: პირდაპირ ურტყამენ და ეწინააღმდეგებიან თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯს
“პირდაპირ ურტყამენ და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯს იქნება ეს ეკონომიკური ნაბიჯი, თუ პოლიტიკური ნაბიჯი. აი ამ ხალხთან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„პირდაპირ ურტყამენ და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯს იქნება ეს ეკონომიკური ნაბიჯი, თუ ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. აი ამ ხალხთან გვაქვს საქმე. საცოდავი სანახავია მართლა, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეალურად ანაკლიის პორტიც აშენდება და უკვე სამუშაოები მიმდინარეობს ყველამ კარგად ვიცით, და რაც შეეხება იმ მემორანდუმს 6 მილიარდიან ინვესტიციას, რომელიც 3-4 წლის განმავლობაში უნდა შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა კირცხალიამ.