“ქართული დელეგაციისთვის უმთავრესი პრიორიტეტი და პირველი რიგის ამოცანაა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების წარდგენა და დაცვა” – მიქანაძე

“გარკვეული უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით თუკი ეს მიღებული იქნება, ელემენტარულად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საკუთარ თავს დააზიანებს და არა ქართულ დელეგაციას”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული დელეგაციისთვის უმთავრესი პრიორიტეტი და პირველი რიგის ამოცანაა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების წარდგენა და დაცვა.

“ამიტომ, ვერანაირი უფლებრივი შეზღუდვებით, ვერანაირი რეზოლუციებით ვერ იქნება მიღწეული ის სურვილი. ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ კონკრეტულ ძალებს არ მოსწონთ, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა მმართველ გუნდს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები