“ვერანაირი რეზოლუცია, ორმაგი სტანდარტით მიდგომა ვერ დაგვახევინებს უკან იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე გვაქვს აღებული” – მიქანაძე

“ჩვენ უნდა დაველოდოთ ჯერ საკომიტეტო განხილვას და შემდგომში საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გვექნება კონსულტაციები თბილისთან და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა ფორმით და რა ფორმატში იქნება გაგრძელებული თანამშრომლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ განცხადებებს ყველა უნდა შეეშვას.

„ცალსახაა, რომ ვერანაირი რეზოლუცია, ვერანაირი ორმაგი სტანდარტით მიდგომა ვერ დაგვახევინებს უკან იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე გვაქვს აღებული. ცალსახად ვაცხადებთ, რომ არანაირი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება, მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით კი ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს საგამოძიებო უწყებების საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებს, დაველოდოთ პროცესებს, რომლებიც ამ გამოძიებასთან არის დაკავშირებული. წინსწრებით, მიზანმიმართულ განცხადებებს ყველა უნდა შეეშვას“. – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები