რატი იონათამიშვილი: ევროსაბჭოში ის ინიციირებული ვარიანტი, რაც ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ეუთო/ოდირის მისიას
,,ევროსაბჭოში ის ინიციირებული ვარიანტი, რაც ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ეუთო/ოდირის მისიას – ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებები თვითონ ევროსაბჭოსთვის იქნება დამაზიანებელი და მისი გადახედვა ნამდვილად უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების გადახედვა პირველ რიგში, რეპუტაციულად, თავად ევროსაბჭოს სჭირდება.
„არ შეიძლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოსთან, ასევე ეუთო/ოდირის ანგარიშებთან და დასკვნებთან. ის ინიციირებული ვარიანტი, რაც ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ეუთო/ოდირის მისიას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები თვითონ ევროსაბჭოსთვის იქნება დამაზიანებელი და ვფიქრობ, რომ მისი გადახედვა ნამდვილად უნდა მოხდეს. ეს სჭირდება, პირველ რიგში, რეპუტაციულად, თვითონ ევროსაბჭოს,” – განაცხადა იონათამიშვილმა.