ისრაელის თქმით, რვა მძევალი, რომელიც “ჰამასს” პირველ ეტაპზე უნდა გაეთავისუფლებინა, გარდაცვლილია
ისრაელი აცხადებს, რომ დარჩენილი 26 მძევლიდან, რომელიც „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის დროს უნდა გაათავისუფლოს, 8 დაღუპულია, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა, დევიდ მენსერმა განაცხადა, რომ ისრაელმა „ჰამასისგან“ მიიღო სია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მძევლების სტატუსის შესახებ.
„ჰამასის“ სია ემთხვევა ისრაელის დაზვერვის მონაცემებს, ასე რომ, შემიძლია გაგიზიაროთ, რომ რვა მოკლულია „ჰამასის“ მიერ”, – განაცხადა მენსერმა.
ამასთან, მისი თქმით, ოჯახები ინფორმირებული არიან მათი ახლობლების მდგომარეობის შესახებ, თუმცა მას დაღუპული მძევლების ვინაობა არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, 19 იანვრიდან, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, „ჰამასმა“, 290-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, შვიდი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.