სერბეთში საპროტესტო აქციები გრძელდება – სტუდენტებმა დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს
სერბეთში სტუდენტებმა 24-საათიანი საპროტესტო აქცია გამართეს და დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
სტუდენტების პროტესტს მხარი დაუჭირეს ტრაქტორებზე მომუშავე ფერმერებმა და ბაიკერებმა.
მომიტინგეები სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობისგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ ნოემბერში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ფატალური კატასტროფის გამო, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეების თქმით, ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული.
თავის მხრივ, მმართველი კოალიცია აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.