ირაკლი კობახიძე – ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჰოლოკოსტის მსგავსი ტრაგედიები აღარასოდეს აღარ განმეორდეს

დღეს, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, პატივს მივაგებთ მილიონობით ებრაელი მსხვერპლის ხსოვნას, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მიერ იქნენ მოკლულნი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ     X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით დისკრიმინაციას დაუშვებელს უწოდებს.

“დაუშვებელია დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედიები აღარასოდეს აღარ განმეორდეს,”- წერს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები