ირაკლი კობახიძე – შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში – ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას

ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში შედგა მაღალი დონის შეხვედრები.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის სამაგალითო ქვეყანა, პროგრესის, ეკონომიკური წინსვლის კუთხით და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას სერიოზული სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. გვქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის, მის აღმატებულება, პრეზიდენტთან, გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში. „ემარ ჯგუფი” არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა, ველოდებით ამ პროექტის განხორციელების დაწყებას და ძალიან მალე პროექტის განხორციელებაც დაიწყება. ეს კომპანია თავისი ეფექტიანობით არის ცნობილი და შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი. ეს ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას, თბილისის, აჭარის განვითარებას. სამუშაო ადგილები შეიქმნება. ყველა კუთხით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი ჩვენთვის “, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები