მაკა ბოჭორიშვილი – ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ინტერესებს

ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოპოზიციის მხრიდან, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, მათი ქცევის ახალი ფორმა არ არის და სწორედ ამას ახორციელებენ ევროსაბჭოში.

“ერთი რამ უნდა გავიგოთ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებსაც ჩვენ ვეძახით ოპოზიციას, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს არ არის მათი ქცევის ახალი ფორმა, ისინი ამით არიან დაკავებული ძალიან ბევრი წელია და კიდევ ერთი გამოვლინებაა ევროსაბჭოში ებრძოლო ქართულ სახელმწიფოს და ებრძოლო საქართველოს ინტერესებს, რასაც ისინი ახორციელებენ ამ წუთას”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები