პუტინმა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა,- ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
პუტინის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ლუკაშენკოს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტზე მიუთითებს. ასევე ეს არის დადასტურება, რომ მოსახლეობა ბელარუსის მიერ არჩეულ სახელმწიფო კურსს მხარს უჭერს.
„ბოლო დროს, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ მოსკოვსა და მინსკს შორის მეგობრული კავშირების დამყარების საკითხში. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთ-ბელარუსის თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით, გავაძლიერებთ საკავშირო სახელმწიფოს ინსტიტუტების ეფექტიანობას და ევრაზიულ სივრცეში ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციული პროცესების განვითარებას მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნავს პუტინი.
მან ასევე ლუკაშენკოს წარმატება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა და რუსეთში სასურველი და ძვირფასი სტუმარი უწოდა.
შეგახსენებთ, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ 26 იანვარს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 86,82% მიიღო.