მედია: კალასმა აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე დასასწრებად მიიწვია.

მედიის ცნობით, კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს რუბიოსადმი გაგზავნილი წერილის შესახებ აცნობა.

„სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში მე მას შევთავაზე, მონაწილეობა მიიღოს ჩვენ შეხვედრაში, მისთვის ხელსაყრელ დროს“, – წერს კალასი წერილში.

ოფიციალური პირების თქმით, დათანხმდება თუ არა მარკო რუბიო კალასის შეთავაზებას, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები