გურამ მაჭარაშვილი: ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებისთვის იბრძვის
„ბიძინა ივანიშვილი საქართველოში იბრძვის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებისთვის და ამ დროს დიფ სთეითი, იგივე გლობალური ომის პარტია ებრძვის საქართველოში ბიძინა ივანიშვილს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„როგორც ფაქტობრივად, შემდეგ უკვე ფორმალურად ის დაასანქცირეს, პირდაპირ თქვეს, რომ არ იმსახურებს თავისი ფული შვეიცარიაში გამოიყენოს, რადგან მან ომი არ დაიწყო საქართველოში და ახლა უკვე მათი წარმომადგენლები აგრძელებენ ამ პროცესებს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივ დავას იწყებს. ადვოკატმა თემო წიქვაძემ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.