მარკ რუტე: ტრამპი მართალია, ევროპა თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავს
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აბსოლუტურად სამართლიანია, როდესაც ამბობს, რომ ევროპა თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავს.
„ის, [ტრამპი] რა თქმა უნდა, მართალია, რომ პრობლემა არა აშშ, არამედ ევროპაა“, – აღნიშნა რუტემ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის შესახებ საუბრის დროს.
მისივე თქმით, ალიანსის ყველა წევრი არ ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე და მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა მოკავშირემ უნდა მიაღწიოს ორპროცენტიან მაჩვენებელს.
„მეტი უნდა დავხარჯოთ. ჩვენ ახლა, საშუალოდ, ვხარჯავთ აქ, ევროპაში ორ პროცენტს. გაცილებით მეტი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, დონალდ ტრამპი მართალია, რომ ჩვენ არასაკმარისს ვხარჯავთ. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ის, რასაც აშშ ხარჯავს, მაგრამ, განსაკუთრებით აქ, ჩვენ უნდა მივხედოთ ინდუსტრიის ბაზას. ერთია, რასაც ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია აწარმოებს და, სხვათა შორის, საკმარისად არ ვაწარმოებთ, მეორე, ინოვაციები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ნელი ვართ ინოვაციებში. უკეთესი არის კარგის მტერი. ეს ყველაფერი უნდა იყოს სრულყოფილი“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.