ოლივერ უორდროპის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ხვალ, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ოლივერ უორდროპის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მარჯორი და ოლივერ უორდროპების საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი მასალები, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიისა და იშვიათ გამოცემათა ფონდებშია დაცული. ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი ოლივერ უორდროპი საქართველოში პირველად 1887 წელს ჩამოვიდა. მეორე ვიზიტისას მან უკვე იცოდა ქართული ენა. ოლივერ უორდროპმა შეისწავლა საქართველოს ისტორია და ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი “საქართველოს სამეფო”. ოლივერ უორდროპმა თარგმნა ასევე სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა” და “ვისრამიანი”. იგი ინგლისში გამოსცემდა ქართველოლოგიურ ჟურნალ “გეორგიკას”. ოლივერ უორდროპის საქართველოთი ასეთი დაინტერესების შემდეგ მისი და მარჯორი უორდროპიც ეწვია საქართველოს. ისიც დაუახლოვდა მაშინდელ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს. მან თარგმნა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი”, თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გაიხსნება.