ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ერთი ეტაპი შესრულებულია – მხარეებმა მძევლები გაათავისუფლეს
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მანამდე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტიდან რამდენიმე საათში, “ჰამასმა” 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებულ სამ ისრაელელ მძევალს სახლებში დაბრუნების უფლება მისცა. ტყვეობიდან გათავისუფლებული ისრაელელი მძევლები ოჯახების წევრებს უკვე შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამი ისრაელელი მძევალი „ჰამასის“ 471-დღიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლდა. ეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში მოხდა, რომელიც 19 იანვარს შევიდა ძალაში.
პარალელურად, „ჰამასთან“ ზავის გამოცხადების გამო, ისრაელის მინისტრთა კაბინეტის 3 წევრი გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა, რომელმაც პრემიერი ნეთანიაჰუ წითელი ხაზების გადაკვეთაში დაადანაშაულა და „ჰამასთან“ გარიგება ტერორიზმის გამარჯვებად შეაფასა.