შალვა პაპუაშვილი: რამდენი ირონიაა იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხელებს ითბობს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე
„რამდენი ირონიაა იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხელებს ითბობს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“შეხედეთ, როგორ ავრცელებს ის შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, რომ ტრამპმა თავის პირველ არჩევნებში „რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა“. შენიშვნა: ახლა ის ანალოგიურ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ ავითარებს“, – წერს პაპუაშვილი.