ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებულია რეკორდული შემოსავლები
2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში ექსპორტირებულია 95 მლნ-მდე ლიტრი, 276,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 6%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 7% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი – 12% (6,7 მლნ ლიტრი), გერმანია – 30% (1,28 მლნ ლიტრი), აშშ – 32% (1,2 მლნ ლიტრი), ლიეტუვა – 11% (707 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი – 42% (425,6 ათასი ლიტრი), თურქეთი – 62% (538 ათასი ლიტრი), აზერბაიჯანი – 34% (237 ათასი ლიტრი), კანადა – 16% (198 ათასი ლიტრი), ისრაელი – 2% (314 ათასი ლიტრი), არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 80% (70 ათასი ლიტრი), სამხრეთ კორეა – 26% (72,5 ათასი ლიტრი) და ა.შ.
ამასთან ერთად, მსოფლიოს 56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან, 53% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 289 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 47%).