დიმიტრი ხუნდაძე: „სალომეს და მისი ნაცრაზმის” მხრიდან, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზირებისთვის ბილეთების შეძენა პოლიტიკური პროვინციალიზმის მანიშნებელია

ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ქართველი რადიკალების დასწრებას ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც ის აღნიშნავს, მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყებას მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველო, მოუთმენლად ელოდება, ქართული ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენელი ახერხებს პოლიტიკური პროვინციალიზმის დემონსტრირებას. ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ამაზე მიუთითებს თუნდაც ის გარემოება, რომ მათ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზირებისთვის ბილეთები შეიძინეს.

„სალომეს და მისი ნაცრაზმის” მხრიდან, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზირებისთვის ბილეთების შეძენა პოლიტიკური პროვინციალიზმის მანიშნებელია.

მათ ამ მცდელობას ბილეთის ფასიც ვერ ექნება, მაგრამ თავად მოვლენას, რაც დღეს ამერიკაში იმართება, უდავოდ დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს.

მთელი მსოფლიო ტრამპის მხრიდან, პოზიტიური ცვლილებების მოლოდინშია. ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგალითად უკრაინისთვის, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რომელსაც დღემდე მშვიდობაზე ზრუნვას, ფსევდოლიბერალიზმის „მხარდაჭერას” და ოჯახური ფასეულობების დაცვას უწუნებენ, რაც საარჩევნო პერიოდში თავად ტრამპსაც დაუწუნეს და ტყვიაც არ დაიშურეს მისთვის.

საბედნიეროდ „ომის პოლიტიკამ” ყველგან, მათ შორის ამერიკაშიც, ამოწურა რესურსი და დაკარგა საზოგადოებაში ნდობა.

გამოსავალი არის ერთადერთი – მშვიდობა და სამართლიანი თამაშის წესები, რასაც სხვებთან ერთად საქართველოც ელოდება”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები