“რაც დრო გადის, აქციების მუხტი მცირდება” – ლევან მაჭავარიანი

“რაც დრო გადის, აქციების მუხტი მცირდება. მოქალაქეები აღმოაჩენენ, რომ იმაში, რაც მათ გადაუთარგმნეს ოპოზიციურმა ტელეარხებმა, სხვადასხვა აქტორებმა უცხოეთიდან და სხვათა შორის, სამწუხაროდ, ბატონმა ჰერჩინსკიმაც მიიღო მონაწილეობა, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და უკვე 50%-ზე მეტია შესრულებული, 2028 წელს გვექნება – 90%-ზე მეტი, ევროკომისია უწევს ამ ყველაფერს მონიტორინგს. როდესაც ეს ყველაფერი შესრულებული გვექნება, 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, ვინაიდან თუ პოლიტიკური ნება არსებობს, მოლაპარაკებების გახსნიდან დახურვამდე მაქსიმუმ 2 წელია საჭირო. 2030 წელი არის ზუსტად ის წელი, როდესაც ევროკავშირს თვითონ აქვს გაცხადებული, მისი ოფიციალური პოზიციაა, რომ მანამდე იგი არ გაფართოვდება. შესაბამისად, მოქალაქეები ამას იაზრებენ და რა თქმა უნდა, ეს მუხტი ჩაცხრება. ჩვენ ჩვენი ნაბიჯებით მათ დავარწმუნებთ იმაში, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ, მაგრამ ღირსებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები