გიორგი ჩაკვეტაძე: გარკვეულმა პირებმა აგეს პასუხი დანაშაულებისთვის, თუმცა ერთიანად „ნაცმოძრაობას“ თავისი სახელი არ დარქმევია, ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებას და საშემოდგომო სესიამდე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

,,ერთიანად ,,ნაცმოძრაობას” თავისი სახელი არ დარქმევია, ჩვენ ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებას და საშემოდგომო სესიამდე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა სხვადასხვა მცდელობა იმისა, რომ ამ რეჟიმს თავისი სახელი დარქმეოდა, თუმცა წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, როდესაც გარკვეულმა თანამდებობის პირებმა აგეს პასუხი სხვადასხვა დანაშაულების გამო, თუმცა ერთიანად ნაცმოძრაობას თავისი სახელი არ დარქმევია. ასე რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს წინა საარჩევნო დაპირებას და საშემოდგომო სესიამდე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში ,,ნაცმოძრაობის” პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები