,,იქნება ძალიან ბევრ დანაშაულზე საუბარი, ესაა ის დანაშაულები, რომლებიც ,,ნაცმოძრაობამ” 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დანაშაულები სისტემური იყო.
„ეს დანაშაულები იყო სისტემური და იგივე კვალიფიკაცია მიანიჭა სტრასბურგის სასამართლომ, რომ იყო სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მოქალაქეების საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. ძალიან საინტერესოა, ისინი რა პასუხებს გასცემენ კითხვებს, რომელიც 2008 წლის ომს ეხება, როგორ აღმოგვაჩინეს რუსეთთან ომში, რატომ აღუდგინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთს ავტონომიური ოლქი და შემოუხაზეს საზღვრები, რომლის მიხედვითაც დღეს მიმდინარეობს ბორდერიზაცია. რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება, რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას იმასთან დაკავშირებით თითქოსდა საქართველომ შეუქმნა ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი რუსეთს, რომ განეხორციელებინა აგრესია და ა.შ.“, – განაცხადა მაჭავარიანმა.