“რა განცხადებებიც დონალდ ტრამპმა არჩევიდან ინაუგურაციამდე გააკეთა, ნიშნავს, რომ ის დიდ ბრძოლას აპირებს „დიფ სტეიტთან“, რომელიც რეალურად არის აშშ-ის ბიუროკრატია” – ნოდარ კაპანაძე

“ტრამპის მიმართ მოლოდინები არის ჩემი აზრით, ძალიან გადაჭარბებული”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„დავიწყოთ იმით, რომ ტრამპის ლოზუნგი არის „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“, არა საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს ან რომელიმე სხვა ქვეყანას, არამედ ამერიკას. ამერიკის გაძლიერებას რაც დასჭირდება, იმას გავაკეთებო, ეს კაცი ამას გვეუბნება. დონალდ ტრამპი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ნამდვილად არ ყოფილა დადგმული. ეს ხელწერა ახალი ამბავი არ არის ამერიკისთვის, ასეთივე იყო ჰიუ ლონგი, რომელიც წინასაარჩევნოდ მოკლეს და როგორც ამერიკაში ხდება ხოლმე, მარტოხელა შეშლილმა მკვლელმა მოკლა. ზუსტად ასევე მოხდა კენედის შემთხვევაშიც, მისი მკვლელი ახლა ციხეში ზის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში დაპირისპირება ძალიან დიდია. რა განცხადებებიც დონალდ ტრამპმა არჩევიდან ინაუგურაციამდე გააკეთა, ნიშნავს, რომ ის დიდ ბრძოლას აპირებს ე.წ. „დიფ სტეიტთან“, რომელიც რეალურად არის აშშ-ის ბიუროკრატია და ამისთვის მას ჰყავს ორი ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ენერგიული კანდიდატი, რომლებიც რეალურად დამანგრევლის ფუნქციას შეასრულებენ ამ ბრძოლაში“, – აღნიშნა ნოდარ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები