TikTok-მა შეერთებულ შტატებში მუშაობა შეწყვიტა

სოციალური მედიის პლატფორმა TikTok შეერთებულ შტატებში აკრძალვის ამოქმედებამდე ორი საათით ადრე დაიხურა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

სოციალურმა ქსელმა მუშაობა შეწყვიტა შაბათს საღამოს ადგილობრივი დროით.

ახლა, აპლიკაციის მომხმარებლები აშშ-ში იღებენ შეტყობინებას, რომელშიც ნათქვამია: „ბოდიში, TikTok ამჟამად მიუწვდომელია. TikTok-ის აკრძალვის კანონი ამოქმედდა აშშ-ში. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღარ შეგიძლიათ TikTok-ის გამოყენება ამ დროს. თუმცა, გაგიმართლათ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაგვარწმუნა, რომ როგორც კი თანამდებობას შეუდგება, ჩვენთან ერთად დაიწყებს გამოსავლის ძიებას TikTok-ის აღდგენის მიზნით“.

აშშ-ში TikTok მედია პლატფორმას 170 მილიონი ადამიანი იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები