ნიგერიაში საწვავის ავზის აფეთქებას 70 ადამიანი ემსხვერპლა
70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 56 დაშავდა ნიგერიაში საწვავის გადამზიდი მანქანის აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, ამის შესახებ იტყობინება ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტო (NEMA).
აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც გადამზიდი ავარიაში მოყვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა აბუჯა-კადუნას ჩქაროსნულ გზაზე, ბადდეგის ავტოგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს მოხდა. გადამზიდი გზაზე გადაბრუნდა, ცდილობდნენ საწვავის ამოტუმბვას და სხვა ავზში გადატანას, მაგრამ საწვავმა მიწაზე გაჟონა. ადგილობრივი მოსახლეობა დაღვრილი ბენზინის შეგროვებას ცდილობდა, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო ბოლო პერიოდში მასზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.
მოულოდნელად ერთ-ერთ საწვავის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ცეცხლი მეორე სატვირთოს მოედო და აფეთქება მოხდა.
NEMA-ს ცნობით, დაღუპულები ადგილობრივი მცხოვრებლები და თვითმხილველები იყვნენ. მსხვერპლთა უმეტესობას ამოცნობა შეუძლებელი გახდა.