რობერტ ფიცო: სლოვაკეთის ოპოზიცია უკრაინის ინტერესებს ეროვნულზე მაღლა აყენებს

სლოვაკეთის ოპოზიცია უკრაინის ინტერესებს ეროვნულზე მაღლა აყენებს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, მათ განაცხადეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერენ და მის ტერიტორიაზე სლოვაკ ჯარისკაცებს გაგზავნიან.

„დღეს, „პროგრესული სლოვაკეთის“ წარმომადგენლების ვიზიტი კიევში ადასტურებს, რომ ისინი ბრმად და კრიტიკის გარეშე დგანან უკრაინის მხარეს და უკრაინის ინტერესებს ამჯობინებენ სლოვაკეთის ინტერესებს.

„პროგრესული სლოვაკეთის“ წარმომადგენლებს რატომღაც დაავიწყდათ კიევიდან თავიანთ გზავნილში დაემატებინათ, რომ მათ, ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში, ზელენსკის NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერისა და სლოვაკი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის პირობა მისცეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დასავლური სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში – ერთიც და მეორეც, მკვეთრად ეწინააღმდეგება სლოვაკეთის ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს“, – აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები