თურქეთში, ბეშიქთაშის მუნიციპალიტეტის მერი სახელმწიფო ტენდერების გაყალბების ბრალდებით დააკავეს
თურქეთში, სტამბოლის ცენტრალური რაიონის, ბეშიქთაშის მუნიციპალიტეტის მერი დააკავეს, რომელიც ოპოზიციურ „სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს. პროკურატურა რიზა აქპოლატს სახელმწიფო ტენდერების გაყალბებაში ადანაშაულებს.
გამოძიება სავარაუდო კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობაზე მიმდინარეობს, რომელიც, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვით, სატენდერო გარიგებების მანიპულირებაში არის ეჭვმიტანილი.
რიზა აქპოლატი ბრალდებას უარყოფს. „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებით, დაკავებისთვის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს და ეს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებაა.