საქართველოში კომპანიების ნაწილი სამი საათით გაიფიცა
ამ წუთებში, საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მიმდინარეობს. კომპანიების ნაწილი სამი საათით გაიფიცა.
პროტესტის ახალ ფორმას საბანკო სექტორის წარმომადგენლები, მცირე ბიზნესები და ცალკეული პირები აქტიურად უერთდებიან.
მათ შორის, გაიფიცნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები.
საყოველთაო საპროტესტო გაფიცვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.