სოციალურ ქსელში სამხარაძესა და გახარიას შორის ბათუმში მომხდარი დაპირისპირების კადრები ვრცელდება
სოციალურ ქსელში დიმიტრი სამხარაძესა და გიორგი გახარიას შორის ბათუმში მომხდარი დაპირისპირების კადრები ვრცელდება.
კადრებში ჩანს, რომ სამხარაძესა და გიორგი გახარიას შორის, სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გახარიამ დაიწყო, მან სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.