მიხეილ სააკაშვილი: ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

“ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლის ღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე”,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები