გია ცაგარეიშვილი – ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებზე: ყველა ოჯახი გამოყვანილია კორპუსიდან და დაახლოებით ოთხ სასტუმროშია გადანაწილებული
ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობისა და მერიის მიერ დაახლოებით ოთხ სასტუმროშია გადანაწილებული, – ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ყველა ოჯახი გამოყვანილია კორპუსიდან, გადანაწილებულია კრწანისის რაიონის გამგეობისა და მერიის მიერ რამდენიმე სასტუმროში, დაახლოებით ოთხ სასტუმროში. დაიწყება უკვე კორპუსის სრული რეაბილიტაცია, თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, სარემონტო, გამაგრებითი სამუშაოები და იმის შემდეგ, რაც საექსპერტო დაწესებულებების დასკვნა შენობის მდგრადობაზე ჩვენ ხელთ გვექნება, უკვე გადაწყდება უკან შესახლება დევნილი ოჯახების“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.