გურამ მაჭარაშვილი: ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელის წინააღმდეგ, აუცილებლად იქნება დასჯილი

ნებისმიერი მოქალაქე, სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც აღმართავს ხელს პოლიციელის წინააღმდეგ, ის იქნება აუცილებლად დასჯილი. ვეღარ მონათლავენ ძალადობრივ აქციას მშვიდობიან აქციად, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„მათი ლიბერალური წარმომადგენლის, ბაიდენის სიტყვებს შევახსენებ, რომ კანონი იცავს მშვიდობიან აქციას და კანონი არ იცავს ძალადობრივ აქციას. თუ არ იციან, მიმართონ ბაიდენს და ის განუმარტავს, რას ნიშნავს ეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები