გაერო: დეკემბერში უკრაინაში სულ მცირე 105 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გასული წლის დეკემბერში, უკრაინაში, სულ მცირე 105 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 514 დაშავდა.

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა Telegram-ში განაცხადა, სადაც კომენტარი გააკეთა გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოხსენებაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 82 ადამიანი დაიღუპა და 404 დაშავდა ფრონტის ხაზთან, უმეტესობა კი ხერსონისა და დონეცკის ოლქებში.

ჯამში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 12,456 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 28,382 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები