ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხი „კანდიდატი“ ოფიციალურად დაარეგისტრირა: ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა; რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელი, ოლეგ ბარციცი; ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის“ ლიდერი, ადგურ არძინბა და ე.წ. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, რობერტ არშბა.

“წინასაარჩევნო” პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას „პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“, ვალერი ბგანბა შეასრულებს.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები