ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად შამილ აძინბა დასახელდა

ოკუპირებული აფხაზეთის “სახალხო პარტიამ” ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად შამილ აძინბა წარადგინა. იგი არის აფხაზი პოლიტიკოსი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები” პარტიის ყრილობაზე კენჭისყრის პროცედურას აკვირდებოდნენ.

ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების დასასახელებლად, საინიციატივო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია 17 დეკემბერს დაიწყო. სამი ჯგუფი უკვე რეგისტრირებულია, მათმა წევრებმა 2000-დან 2500-მდე ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.

შეგახსენებთ, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 15 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები