ქერჩის სრუტეში ნავთობის ჩაღვრის გამო, პუტინმა ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქერჩის სრუტეში რუსული ტანკერების ჩაძირვის შედეგად, ნავთობპროდუქტების დაღვრის გამო, ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსენოვმა განაცხადა, რომ პუტინის განკარგულებით, ნავთობპროდუქტების ჩაღვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის, ფედერალური ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა.

საგანგებო მდგომარეობა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა 25 დეკემბერს შემოიღო. მანამდე, 21 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ნავთობპროდუქტებმა ყირიმის სანაპირომდე მიაღწია, საგანგებო მდგომარეობა ქერჩშიც გამოცხადდა.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 54 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, მონიტორინგის ზონაში კი სანაპიროს 190 კილომეტრია მოქცეული. სამუშაოებში დაახლოებით ოთხი ათასი მაშველი და მოხალისეა ჩართული.

ცნობისთვის, ქერჩის სრუტეში 15 დეკემბერს, სავარაუდოდ, შტორმის გამო, ორი ტანკერი „ვოლგონეფტი“ ჩაიძირა. ტანკერების ჩაძირვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები