მამუკა მდინარაძე: „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ – აქციებზეც კი აქტიურები იყვნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, ახლა – ხორუმს ცეკვავენ

„ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ. კონსერვატიული, ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება დადასტურდა, განმტკიცდა, რომ აქ ჩვენ მართლები ვართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

„აქციებზეც კი, წინა შემთხვევაში აქტიურები იყვნენ მაგალითად „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, ახლა ხორუმს ცეკვავენ, ერთი ასეთი პოზიტივიც დავინახოთ ამაში. ისინიც კი ხვდებიან, რომ უნდა განვამტკიცოთ ეროვნული, ტრადიციული საკითხები. ძალიან კარგია, რომ იძულებულნი გახდნენ, ტრადიციულ ფასეულობებზე ემოციის აღსაძრავად გაეკეთებინათ აქცენტი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები