“სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია რომ წაეკითხა, კარგად დაინახავდა, რომ სულ სამი ვარიანტია, როდესაც შეიძლება, დაინიშნოს არჩევნები” – გორდულაძე
“სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია რომ წაეკითხა და თავისი პატრონების დავალების შესაბამისად რომ არ ემოქმედა, კარგად დაინახავდა, რომ სულ სამი ვარიანტია, როდესაც შეიძლება, დაინიშნოს არჩევნები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რა უნდა მოიგონოს სალომე ზურაბიშვილმა იმისთვის, რომ პატრონების დავალება შეასრულოს.
“სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია რომ წაეკითხა და თავისი პატრონების დავალების შესაბამისად რომ არ ემოქმედა, კარგად დაინახავდა, რომ სულ სამი ვარიანტია, როდესაც შეიძლება, დაინიშნოს არჩევნები –
ეს არის მორიგი არჩევნები, კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც იმართება 4-წლიანი ციკლის დასრულების შემდეგ. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ერთადერთ შემთხვევაში ინიშნება – როდესაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, თან ორჯერ და მესამე ვარიანტი, რომელსაც ხელახალი არჩევნები ჰქვია, რომელიც არის იმ შემთხვევაში, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია სასამართლო საერთო წესით, ან საკონსტიტუციო სასამართლო არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამ შემთხვევაში ინიშნება ხოლმე არჩევნები. არცერთი ამ სამი საფუძვლიდან სახეზე არ არის და რა უნდა მოიგონოს სალომე ზურაბიშვილმა იმისთვის, რომ პატრონების დავალება შეასრულოს, წარმოუდგენელია. მისი განცხადებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანი არც ქართველი ხალხის ნებას სცემს პატივს, არც საქართველოს ფუძემდებლურ კანონმდებლობასა და არც საქართველოს კონსტიტუციას. მისი ინტერესები მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ძალების დავალების შესრულებაა”, – განაცხადა გორდულაძემ.